სიახლეები

11:39 / 30 მარ. '21
შეხვედრა დარგის წარმომადგენლებთან
საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას საექთნო საქმის პროფესიულ სტუდენტებთან შედგა დარგის წარმომადგენლების შეხვედრა. შეხვედრას უძღვებოდნენ გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მთავარი ექთანი, საქართველოს ექთანთა ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან გარსევანიშვილი და გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეონა გორგაძე.
შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, ქ-ნი ქეთევანი სტუდენტებს ესაუბრა საექთნო განათლების ისტორიასა და ექთნის პროფესიის მნიშვნელობაზე. სტუდენტებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხი მიიღეს. შეხვედრის ბოლოს ქ-მა ქეთევანმა სტუდენტებს გადასცა „გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების მქონე პაციენტების საექთნო მოვლის“ სახელმძღვანელოები.

© Copyright 2020 College Panacea