08:23 / 14 მარ. '21 ტრენინგი-შეფასება პროფესიულ განათლებაში
საზოგადოებრი კოლეჯი „პანაცეას“ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ქ-მა დალი კალაძემ „პანაცეას“ მასწავლებლებისთვის და სხვა მოწვეული მასწავლებლებისთვის ჩაატარა ონლაინ ტრეინინგი თემაზე: „შეფასება პროფესიული განათლების სისტემაში“.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, სტუდენტების შეფასების მეთოდების გაცნობა და მათი გამოყენება.
დალი კალაძემ დეტალურად ახსნა შეფასების მიზნები, რომელიც ითვალისწინებს: შესაფასებელი პირის ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრას, ინდივიდუალური მიღწევების შეფასებას, შესაფასებელი პირის დახმარებას შემდგომი კარიერული ზრდის დაგეგმვაში, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების განხორციელებისათვის მტკიცებულებათა უზრუნველყოფას, კვალიფიკაციის მინიჭებასა და დამსაქმებლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. ხაზი გაუსვა კომპეტენციებზე დაფუძნებულ შეფასებას, რომელიც გულისხმობს იმის ჩვენებას, თუ რამდენად შეუძლიათ სტუდენტებს შეძენილი ცოდნისა და უნარების შესაბამისად გამოყენება.
ტრეინინგზე ასევე განხილული იყო შეფასების პრინციპები, მიმართულებები, ინსტრუმენტები, შეფასების პროცესი და შეფასების მტკიცებულებები.
|