სიახლეები

17:44 / 07 თებ. '21
ადმინისტრაციის შეხვედრა
 სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის ხელმოწერილი სტანდარტული შეთანხმების წერილით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ექსპერტმა ვანო ოთხოზორიამ განახორციელა საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას მიერ წარდგენილი თვითშეფასების ანგარიშისა და თანდართული დოკუმენტების ანალიზი და მოამზადა შესაბამისი დასკვნა.
 5 თებერვალს, შედგა კოლეჯის ადმინისტრაციის ონლაინ შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა ექსპერტის შეფასებები და რეკომენდაციები.
აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით, გაუმჯობესდება დაწესებულების ხარისხის მექანიზმები და პროცესები.
 მადლობას ვუხდით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აქტიური მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.

© Copyright 2020 College Panacea