სიახლეები

19:21 / 05 თებ. '21
საერთაშორისო კონფერენცია

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2021 წლის 28, 29 იანვარს და 1 თებერვალს , ონლაინ რეჟიმში, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით გამართა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და გამოწვევები“.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა; 

კონფერენციის მესამე დღე დაეთმო პროფესიულ განათლებას, რომელზეც განიხილეს:

  •  პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება:

მიღწევები და გამოწვევები;

  • პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვა და თვითშეფასების ანალიზის შედეგები;
  •  ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება საქართველოში/პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების დანერგვის ანალიზი - მიღწევები და გამოწვევები;
  •  პროფესიული კრედიტების სისტემა (ECVET) საერთაშორისო გამოცდილება;
  •  პროფესიული კვალიფიკაციების ხარისხის განვითარება;
  •  სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების სისტემის დანერგვის გამოწვევები COVID-19 პირობებში;

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ ისაუბრა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიღწევებზე და გამოწვევებზე. ამ საკითხზე,  მოხსენება ასევე გააკეთა საზოგადოებრივი კოლეჯ პანაცეას დირექტორის მოადგილემ/საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა მაია ჩიხლაძემ.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, მომზადება-გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების, ასევე სხვა პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ავტორიზაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრებმა, ექსპერტებმა, დამსაქმებლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.

© Copyright 2020 College Panacea