სიახლეები

17:40 / 05 თებ. '21
დღეს, მთელს მსოფლიოში აღინიშნება კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღე. კიბოს სენით წელიწადში დაახლოებით 8 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. ამ მასშტაბური გლობალური კამპანიით, ორგანიზაცია მოუწოდებს მსოფლიო ხალხებს, გაერთიანდეს და ფოკუსირება მოახდინოს ისეთ საკვანძო თემებზე, როგორიცაა:
ცხოვრების ჯანსაღი წესის არჩევა;
დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა;
მკურნალობის ხელმისაწვდომობა;
ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა უერთდება კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას და საზოგადოებას სოლიდარობისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ შეგვიძლია, სწორი მიზანმიმართული პრევენციული ღონისძიებების გატარებით, თანადგომით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციით ყოველი სამი შემთხვევიდან ერთი ავიცილოთ და დავამარცხოთ ეს მძიმე სენი.“

© Copyright 2020 College Panacea