ა.წ. დეკემბერს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში ადმინისტრაციასა და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრ სტუდენტებს შორის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრის ძირითადი თემა დაწესებულებაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესის განხილვა იყო.
პროფესიულმა სტუდენტებმა ისაუბრეს დისტანციური სწავლების დადებით და უარყოფით მხარეებზე. აღნიშნეს, რომ: „მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტთა დიდი ნაწილისთვის დისტანციური სწავლება ძალიან მოსახერხებელია, სასწავლო მასალის ათვისებისა და უკეთესი შედეგების მიღწევისთვის უმჯობესია, აუდიტორული/საკონტაქტო სასწავლო პროცესის განხორციელება“.
ადმინისტრაციის მხრიდან ხაზი გაესვა ქვეყანაში გართულებულ ეპიდემიურ მდგომარეობას. აღინიშნა, რომ: „სასწავლო პროცესი შეიცვლება და სრულად ვერ დაუბრუნდება სწავლების ძველ რეჟიმს. საქართველოში პროფესიული განათლება გადადის ე.წ. ჰიბრიდულ სწავლებაზე, რაც ნიშნავს საჭიროების მიხედვით, სასწავლო პროცესის წარმართვას საკონტაქტო ან დისტანციურ რეჟიმში. ამ მიდგომას სხვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მსგავსად, საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეაც იზიარებს ‘.’
დასასრულს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.