სიახლეები

08:16 / 01 დეკ. '20
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა უერთდება შიდსთან ბრძოლის საერთშორისო დღეს და გამოხატავს სოლიდარობას აივ შიდსით მცხოვრები ადამიანების მიმართ.
1988 წლიდან მოყოლებული მსოფლიო ყოველწლიურად 1-ელ დეკემბერს აღინიშნავს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, როდესაც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდება აივ/შიდსის პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მისაქცევად. ადამიანები მთელს მსოფლიოში ერთიანდებიან, რათა გლობალური სოლიდარობა და თანადგომა გამოხატონ აივ/შიდსით მცხოვრები ადამიანების მიმართ.
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველ წელს გარკვეულ თემაზე კონცენტრირდება. 2020 წლის თემაა: „საერთაშორისო სოლიდარობა, გაზიარებული პასუხისმგებლობა“.
დღეს, აივ/შიდსის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საფრთხის, დასრულება მრავალმხრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაამარცხებს მსოფლიო COVID-19 პანდემიას. ასე რომ, უნდა გავხდეთ ამ ორი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის თანამონაწილე. შემოგვიერთდით და დავასრულოთ COVID-19 და შიდსის ეპიდემია საქართველოში!

© Copyright 2020 College Panacea