15 ივლისს, პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე სპეციალიზებული საკონსულტაციო კომპანიის, PLG-ის დირექტორმა ქ-ნი ანა კაპანაძემ ჩაატარა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მეხუთე სტანდარტი-საინფორმაციო რესურსების ონლაინ ტრენინგი, თემაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში“. ტრენინგი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის „მონაცემთა სუბიექტებისა და სხვა აქტორების გაძლიერება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების რეალიზაციისთვის“ ფარგლებში გაიმართა.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას წარმომადგენლებმა.
სამუშაო შეხვედრა თემისადმი დიდი ინტერესის გამო 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა და მოიცავდა შემდეგ მოდულებს:
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშნველობა;
-
მონაცემთა დამუშვების პრინციპები და საფუძვლები;
-
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სპეციფიკა;
-
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრაქტიკა პროფესიულ კოლეჯებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით;