09:25 / 23 სექ. '20 შეხვედრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრთა მოსაზრებები პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავებისა და განვითარების მიმართულებით, ასევე, მსჯელობა გაიმართა ახალი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების ინიცირებებთან დაკავშირებით.
COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამუშაო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
|