სიახლეები

11:08 / 15 სექ. '20
პანაცეაში დარეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

აპლიკანტები, რომლებიც დარეგისტრირდნენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში ვერ მოახერხეს ტესტირებაზე გამოცხადება შემდეგი მიზეზების გამო:

✔️იმყოფებოდნენ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე;

✔️იმყოფებოდნენ საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში;

✔️იმყოფებოდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ;

✔️იმყოფებოდნენ სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19)-ის დადასტურების გამო;

➡️2020 წლის 15 სექტემბრიდან 2020 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით დასაბუთებული განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.

➡️ განცხადებას თან უნდა ახლდეს მტკიცებულება/დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ზემოაღნიშნულიდან ერთ-ერთ გარემოებას.

© Copyright 2020 College Panacea