სიახლეები

18:44 / 07 სექ. '20
სემინარი

5 სექტემბერს,  საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას მხარდაჭერით და კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციის საქართველოს პროფესიონალური მასაჟის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა სემინარი თემაზე  " მკერდის მასაჟი ლაქტაციისათვის და ლაქტაციის პერიოდში"(ლაქტოსტაზი, პროფილაქტიკა და მკურნალობა). სემინარმა საინტერესოდ ჩაიარა. საქართველოს პროფესიონალური მასაჟის ასოციაციის პრეზიდენტმა ქალბატონმა რუსიკო მემარნიშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეჯ პანაცეას, უშუალოდ ქალბატონ მაია ჩიხლაძეს საუკეთესო მიღებისათვის და სემინარის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის.
ქალბატონი მაია და ქალბატონი რუსიკო შეთანხმდენენ საინტერესო ერთობლივ პროექტებზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს  მომავალი თაობის მაღალ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.

© Copyright 2020 College Panacea