საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროში გაიმართა შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის, სახელმწიფო და კერძო პროფესიული და საზოგადოებრივი კოლეჯების: „ სპექტრი“, „პანაცეა“, „საქართველოს ბიზნეს აკადემია“, „გეორგია“, „ორიენტირი“ და „ხარისხის მართვის კოლეჯის“ წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც მიმართული იქნება პროფესიული სტუდენტების სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ასევე განხილულ იქნა სამხედრო სავალდებულო სამსახურში პროფესიულ სტუდენტთა გაწვევის საკითხი.