სიახლეები

19:54 / 11 აპრ. '20
ტრენინგების ციკლი

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა, დისტანციურ რეჟიმში გადაამზადა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი ავტორიზაციის მე-2 სტანდარტთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლის 8 აპრილიდან მიმდინარეობდა.

ტრენინგში მონაწილეობას საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას წარმომადგენლები/პროფესიული განათლების ექსპერტებიც იღებდნენ.

ონლაინ ტრენინგებზე დეტალურად იქნა განხილული სტანდარტით გათვალისწინებული თითოეული კომპონენტის კრიტერიუმის შესაბამის ინდიკატორები და მტკიცებულებები.

ტრენინგებზე წარიმართა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია ავტორიზაციის ახალი დებულებით და მე-2 სტანდარტით გათვალისწინებულ საკითხებზე.

© Copyright 2020 College Panacea