საზოგადოებრივმა კოლეჯმა პანაცეამ პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობის 140 წლის იუბილე აღნიშნა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილი საზოგადოება ინტერესით გაეცნო კოლეჯის შესახებ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც საქართველოს უძველესი პროფესიული სასწავლებლის მიერ განვლილი გზის ერთგვარი ანგარიშიც გამოდგა.
საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელსაც კოლეჯის სტუდენტებთან და მასწავლებლებთან ერთად საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და განათლების სამინისტროების, თბილისის მერიის, სხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები და კოლეჯის ბიზნეს პარტნიორები უხვად ესწრებოდნენ, აღინიშნა, რომ საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას მამოძრავებელი მოტივად კვლავაც რჩება – სწავლება მაღალი ხარისხით, რეალური დასაქმებისთვის.
პირველი პროფესიული კოლეჯის 140 წლის იუბილეზე კოლეჯის ღვაწლმოსილი მასწავლებლები და წარმატებული კურსდამთავრებულები სპეციალური სიგელებით საზეიმოდ დააჯილდოვეს. შემდგომი თანამშრომლობის თაობაზე ხელშეკრულებები გაფორმდა ექთანთა, მასაჟისტთა და ფარმაცევტთა ასოციაციებთან.
საიუბილეო ღონისძიება შედგა კოლეჯის პარტნიორების: ევექსი ჰოსპიტლები, პეესპე ფარმა, საქართველოს კარიტასი, გეფა (ჯიპისი, ფარმადეპო) და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით.