11 ოქტომბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული მომზადების პროგრამითა და პროფესიული გადამზადების პროგრამით დაინტერესებული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას დირექტორის მოადგილე ქ-ნი მაია ჩიხლაძე და პროფესიული მასწავლებელი ინგა მეტრეველი ესწრებოდნენ.
ტრენინგის პროგრამა მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
• პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის დამატებითი უფლების მოპოვების გარეშე განხორციელების წესი და პირობა;
• პროფესიული მომზადება/პროფესიული გადამზადების პროგრამების სახელმწიფო დაფინანსების წინაპირობები და პროცედურა;
• საინფორმაციო სემინარი ჩაატარეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ხარისხის უზრუნველყოფის ქვეპროგრამის თანამშრომლებმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა;
• საინფორმაციო სემინარი ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის სტანდარტული შეთანხმების წერილით დამტკიცებული საგრანტო პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია ცენტრის ინსტიტუციური შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოში მომზადება/გადამზადების სისტემის განხორციელებისთვის.