საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით და მხარდაჭერით, 7 სექტემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში გაიმართა შეხვედრა „კარგი მმართველობის ფონდის (GGF)“ ფინანსური მხარდაჭერითა და მსოფლიო ბანკის თანამონაწილეობით განხორციელებული პროექტის „პროფესიული განათლების მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება“ წარმომადგენლებთან. პროექტი მიზნად ისახავს პროფესიული განათლების
ახალი სისტემის განვითარებას, რომელიც მოიცავს პროფესიული განათლების მასწავლებელთა კორპუსის გაძლიერებას, სწავლა/სწავლების ხარისხის ამაღლებას და მასწავლებელთა დიფერენცირებული ანაზღაურების სქემის დანერგვას.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორები, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წარმომადგენლები და პროფესიული მასწავლებლები. მონაწილეები დაიყვნენ ფოკუს ჯგუფებად, პროექტის წარმომადგენელთა მხრიდან დაისვა შეკითხვები, მოხდა ფუნქციური ანალიზი. დაიგეგმა შემდგომი სამუშაო შეხვედრები.