საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში გაიმართა პროფესიული განათლების მასწავლებელთა კონფერენცია თემაზე: “ „პროფესიულ განათლებაში სწავლებისა და შეფასების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები“.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას პროფესიული მასწავლებლები, რომლებმაც წარმოადგინეს მოხსენებები და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება. წარმოდგენილ იქნა შემდეგი მოხსენებები:
1.ქ-ნი ნინო ჩომახაშვილი (სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე/პროფესიული მასწავლებელი) - მოდული, მოდულის სტრუქტურა; სწავლების და შეფასების მეთოდები; შეფასების ინსტუმენტები;
2. ქ-ნი ხათუნა მაისაია ( ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი/პროფესიული მასწავლებელი) - სასწავლო რესურსები, კალენდარული გეგმები, შეფასების ინსტრუმენტები;
3. ქ-ნი ქეთევან გარსევანიშვილი (პროფესიული მასწავლებელი)- პრაქტიკული კომპონენტის განხორციელება სამუშაო ადგილზე.
კონფერენცია შეაჯამა საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ქ-მა დალი კალაძემ. მან ისაუბრა ვერიფიკაციის პროცესის შესახებ:
კერძოდ ,მან შეახსენა მასწავლებლებს, რომ შემოწმება (ვერიფიკაცია) არის ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანდო, ვალიდური, გამჭვირვალე, ობიექტური/სამართლიანი შეფასების სისტემის არსებობას და წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციების მაღალი ხარისხის გარანტს. შიდა შემოწმება (ვერიფიკაცია) წარმოადგენს ხარისხის შეფასების სისტემას, რომელსაც ახორციელებენ შიდა შემმოწმებლები (ვერიფიკატორები)დაწესებულებების ფარგლებში და გარე შემოწმება (ვერიფიკაცია) წარმოადგენს ხარისხის შეფასების სისტემას, რომელსაც ახორციელებენ გარე შემმოწმებლები (ვერიფიკატორები) .აგრეთვე აუწყა დამსწრე საზოგადოებას,რომ კოლეჯი ჩართულია ვერიფიკაციის პილოტირების პროცესში, როგორც მოდულური პროგრამების განხორციელების ერთ-ერთი პიონერი დაწესებულება.