საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა კოლეჯის წარმომადგენლებთან და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გრძელვადიან სამუშაო ადგილზე დასაქმების მსურველ ექთნებთან ჩაატარეს საინფორმაციო, გაცნობითი ხასიათის შეხვედრები, ესტუმრნენ კოლეჯის პრაქტიკის განხორციელების ბაზას, გაფორმდა ხელშეკრულებები.