სიახლეები

08:58 / 11 მარ. '19
წარმატებული კურსდამთავრებული

 ალექსანდრე ჯინჯიხაძე კოლეჯ პანაცეას საუკეთესო კურსდამთავრებულთაგანია, რომელიც კბილის ტექნიკოსად მუშაობს კლინიკა "მედიში".
" არჩევანი გავაკეთე უძველეს სამედიცინო კოლეჯზე, სადაც დამხვდა არაჩვეულებრივი სასწავლო გარემო და პროფესიონალთა გუნდი. მათი ძალისხმევით შევძელი მიმეღო ის უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომელიც ძალიან გამომადგა პროფესიულ საქმიანობაში. სწავლის პროცესში, კოლეჯის დირექციის ხელშეწყობით გავემგზავრე ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, სადაც გავეცანი თანამედროვე ციფრულ (კად/კამ) ტექნოლოგიებს კბილის სატექნიკო საქმეში. კოლეჯ პანაცეაში მიღებული ცოდნა სრულად პასუხობს თანამედროვე ტექნოლოგიურ მოთხოვნებს."

© Copyright 2020 College Panacea