სიახლეები

08:44 / 22 იან. '19
კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება

 2019 წლის 22 იანვარს, საზოგადოებრივ კოლეჯ "პანაცეა"-ში, შედგა კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება, რომელიც ეხებოდა მოდულური პროგრამების გაანგარიშებისა და სახელმწიფო დაფინანსებისათვის კვოტების წარმოდგენის საკითხებს.
კრებას ესწრებოდა ასოციაციის წევრი 26 კოლეჯის ხელმძღვანელი პირი საქართველოს ყველა რეგიონიდან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა მოდულური პროგრამების ხარჯების კომპონენტები და რამოდენიმე პროგრამის კონკრეტული მაგალითი.
კრებაზე კოლეჯები შეთანხმდნენ, რომ განხილული პროგრამების ხარჯების სქემა, როგორც ზოგადი ანაზღაურების მაგალითები გადაეგზავნება განათლების სამინისტროს, რათა გაანალიზდეს კერძო კოლეჯების მიერ განსახორციელებელი მოდულური პროგრამების დაფინანსების შესაძლებლობები.


© Copyright 2020 College Panacea