სიახლეები

08:46 / 15 ნოე. '18
პროფორიენტაცია

 ამა წლის 11 ნოემბერს, საზოგადობრივი კოლეჯი პანაცეას პრაქტიკოსი ექთნისა და ექთნის თანაშემწის პროგრამის სტუდენტთა მოთხოვნით შედგა შეხვედრა გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მთავარ ექთანთან, საქართველოს ექთანთა ასოციაციის პრეზიდენტთან ქ-ნ ქეთევან გარსევანიშვილთან.
შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, ქ-ნი ქეთევანი სტუდენტებს ესაუბრა საექთნო განათლების ისტორიასა და ექთნის პროფესიის მნიშვნელობაზე . სტუდენტებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები, რაზეც ქ-მა ქეთევანმა ამომწურავი პასუხები გასცა.

© Copyright 2020 College Panacea