ამა წლის 9 ნოემბერს, კოლეჯის დირექცია შეხვდა პროფესიულ მასწავლებლებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.
კოლეჯის დირექტორმა ბატონმა ვასილ კიკნაძემ პროფესიულ მასწავლებლებს გააცნო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და შეფასების პრინციპები.
ბ-მა ვასილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მისიასა და სტრატეგიულ განვითარებაზე, ასევე კოლეჯის ადამიანური რესურსის განვითარების მნიშვნელობაზე. კოლეჯის დირექტორის მოადგილემ ქ-მა მაია ჩიხლაძემ ყურადღება გაამახვილა კოლეჯის მისიის ახლებურად შემუშავებაზე, მან დასძინა, რომ მისია უნდა განსაზღვრავდეს კოლეჯის როლსა და ადგილს პროფესიული განათლების სივრცეში.
სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ქ-მა დალი კალაძემ ისაუბრა კოლეჯის ხედვასა და ფასეულობებზე.
შეხვედრაზე პროფესიულმა მასწავლებლებმა გამოთქვეს აზრი, ისაუბრეს კოლეჯის ხედვაზე და სამომავლო გეგმებზე.