12 და 15 ოქტომბერს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში ვიზიტით იმყოფებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გარე მხარდაჭერის ექსპერტი მაკო ჯაოშვილი. მუშაობა წარიმართა მდგომარეობის გაცნობის, აზრთა ურთიერთ შეჯერების, საქმიანი კონსულტირების ვითარებაში. გარე მხარდაჭერის სპეციალისტი გაეცნო შესაბამის დოკუმენტაციას, დაინტერესდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობით. დაესწრო მეცადინეობებს. შეხვდა განმახორციელებელ პირებს, ჰქონდა შეხვედრა - გასაუბრება დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებთან. ორდღიანი დატვირთული სამუშაო პროცესი გახლდათ საქმიანი და ნაყოფიერი.