2018 წლის 24-28 სექტემბერს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას პროფესიულმა მასწავლებლებმა: ბ-მა დავით კოხრეიძემ და ქ-მა მადლენა დეკანოიძემ გაიარეს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო კურსი ზრუნვის სფეროში-„ქრონიკული ჭრილობების მართვა“. სასწავლო პროგრამის მსვლელობის დროს მონაწილეები გაეცნენ ზრუნვის სფეროს სხვადასხვა თემებს და კურსის დასრულების შემდეგ ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის შინმოვლის კვალიფიკაციის სპეციალისტის დამადასტურებელი სერტიფიკატები მიიღეს.
პროგრამა ითვალისწინებს ზრუნვის სფეროში კადრების მომზადებას, რაც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სისტემაში საექთნო საქმის განვითარებას. ასეთი პროგრამა საქართველოში პირველად ჩატარდა, ის 8 სასემინარო კვირასა და 4 სიმპოზიუმს მოიცავდა.
კურსის მიზანია იმ კადრების კვალიფიკაციის ამაღლება, რომლებიც ძირითადად შინმოვლის სფეროში მუშაობენ, მაგრამ სასწავლო პროგრამა ასევე ტრენერების მომზადებასაც ითვალისწინებდა. უმნიშვნელოვანესია ის, რომ მონაწილეებს გადაეცათ ზრუნვის სერვისების მიწოდების მაღალი სტანდარტი, როგორიც გერმანიაშია.