ავტორიზებული საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ აცხადებს მიღებას 2012-2013 სასწ.წელს , ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარ-ჩვევების გადალახვის საფუძველზე შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1.პრაქტიკოსი ექთანი; (მეხუთე საფეხური)
2.პრაქტიკოსი ბებიაქალი; (მეხუთე საფეხური)
3.ფარმაცევტის თანაშემწე; (მეხუთე საფეხური)
4.კბილის ტექნიკოსი; (მეოთხე საფეხური)
საბაზო და სრული ზოგადი განათლების მქონე პირთათვის (ეროვნული გამოცდების გარეშე) შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე:
1.ექთნის თანაშემწე;
2. კბილის ტექნიკოსი;
3.მასაჟისტი (18 წლიდან)
კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფო პროფესიულ დიპლომს.
კოლეჯში ჩასარიცხად უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
1. პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში-წარმომადგენლის) განცხადება;
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე;
4. მომდევნო საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში-წინა საფეხურის პროფესიული დიპლომი ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი, არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდის სერტიფიკატი;
5. 4-ფოტოსურათი 3X4 (ელექტრონული ვერსია)