სიახლეები

12:13 / 03 ივლ. '18
შიდა და გარე ვერიფიკაციის პილოტირება

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური იწყებს შიდა და გარე ვერიფიკაციის პილოტირებას.

ვერიფიკაცია არის ხარისხის შეფასების სისტემა, რომელიც ადასტურებს, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეფასების პროცესი არის სანდო, ვალიდური, გამჭვირვალე და სამართლიანი, ხოლო შეფასების შედეგებზე მიღებული გადაწყვეტილებები - ზუსტი.

პილოტირების პროცესის პირველ ეტაპზე განხორციელდა გარე ვერიფიკატორების მომზადება, რისთვისაც 27 ივნისს სამსახურის ხელმძღვანელობით ჩატარდა ტრენინგი. ტრენინგს ესწრებოდა საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას სასწავლო პროცესის მართვის ხელმძღვანელი ქ-ნი დალი კალაძე.

გარე ვერიფიკატორების გარდა, პილოტირების პროცესში ჩაერთვებიან პილოტირების მიზნებისათვის შერჩეული სფეროების შესაბამისი დარგობრივი სპეციალისტები საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

ტრენინგზე განხილული თემატიკა უკავშირდებოდა როგორც უშუალოდ შიდა და გარე ვერიფიკაციის სისტემების გაცნობას, ასევე შეფასებისა და ტესტირების ძირითადი პრინციპების განხილვას.

ვერიფიკაციის პილოტირების პირველი ეტაპი განხორციელდება სამ სფეროში:
ჯანდაცვა
განათლება
მომსახურება/სერვისი

მიმდინარე წელს პილოტირება განხორციელდება ორ ეტაპად ივლისისა და სექტემბრის თვეებში. ასევე დაგეგმილია პილოტირების გაგრძელება 2019 წელს. მიღებული შედეგების გათვალისწინებით, ვერიფიკაცია შესაძლოა გახდეს ხარისხის გარე უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ნაწილი.

 

© Copyright 2020 College Panacea