სიახლეები

10:26 / 05 ივლ. '18
გერმანიაში ე.წ მულტიპლიკატორების გადამზადების საპილოტე პროექტი

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და  გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება, გერმანიაში,  2018 წლის 16 -30 ივნისის განმავლობაში,  ჩატარდა  პროფესიულ სასწავლებლებსა და საწარმოებს შორის შუამავალი კადრების . მულტიპლიკატორების გადამზადების საპილოტე პროექტი. 

პროგრამა, რომლის მიხედვითაც მულტიპლიკატორებმა გაიარეს წავლება, მიზნად ისახავდა სასწავლებლებსა და სამუშაო ადგილზე პრაქტიკული სწავლების განხორციელების შესახებ გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლობითი სწავლების იდეის გაძლიერებას. სასწავლო პროცესები წარიმართა და მონაწილეებმა  გაიზიარე ისეთი დაწესებულებების გამოცდილება, როგორებიცაა  მეკლენბურგ - ვორპომერნის ეკონომიკის საგანმანათლებლო ცენტრი, ლაიფციგის განათლებისა და ტექნოლოგიის ცენტრი (BTZ), როსტოკის განათლებისა და გადამზადების ცენტრი (AFZ), როსტოკის ვერფი - გემთსაშენი. 
აღსანიშნავია, პროექტში  მონაწილეობა  მიიღო  საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას   წარმომადგენელმა  ქ-ნმა მაია ჩიხლაძემ.  

© Copyright 2020 College Panacea