სიახლეები

11:35 / 18 მაი. '18
ესტონეთის დელეგაცია

 2018 წლის 15 მაისს ასოციაციას სტუმრობდა ესტონეთის დელეგაცია, რომელშიც შედიოდნენ ესტონეთის სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორები. მათ შორის საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას ესტონელი პარტნიორი, ტალინის ჯანდაცვის კოლეჯი. სტუმრებს უმასპინძლა საქართველოს ბიზნესის აკადემიამ (SBA).
ესტონეთის უმაღლეს სასწავლებლებში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად ხორციელდება უმაღლესი პროფესიული პროგრამები. ვიზიტის მიზანიც სწორედ გახლდათ პროფესიულ პროგრამებთან თანამშრომლობის შესაძლებლობების გამონახვა.
შეხვედრაზე ასოციაციის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია ზოგადად პროფესიული განათლების სისტემის შესახებ საქართველოში და კონკრეტულად ასოციაციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
ახალი კანონის "პროფესიული განათლების" შესახებ საშუალებას მოგვცემს პროგრამების ინტერნაციონალიზმის მიმართულებით გადაიდგას რეალური ნაბიჯები, როგორც ერთობლივი პროგრამების განხორციელების, ასევე მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების განხორციელების მიმართულებით.

© Copyright 2020 College Panacea