კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციიმ პირველი (დამფუძნებელი) კონფერენცია გამართა.
კონფერენციაში მონაწილეობა ასამდე დელეგატმა მიიღო. მათ შორის იყო ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების რექტორები, დამფუძნებლები, ვიცე-რექტორები, ხარისხის სამსახურის უფროსები, დეკანები და პროფესორები.
კონფერენციამ განიხილა ასოციაციის ადმინისტრაციის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. დელეგატებმა ასოციაციის პრიორიტეტებსა და სამომავლო საქმიანობაზე ისაუბრეს.
ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები,მათ შორის საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას დირექტორის მოადგილე ქ-ნი მაია ჩიხლაძე .