სიახლეები

17:18 / 31 იან. '18
სკოლა, როგორც სწავლის ადგილი“ და „საწარმო, როგორც სწავლის ადგილი “

 საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში ჩატარდა დუალური პროფესიული სწავლების ხუთდღიანი ტრენინგი ბიზნეს სექტორისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებისთვის, სახელწოდებით - „სკოლა, როგორც სწავლის ადგილი“ და „საწარმო, როგორც სწავლის ადგილი “.
ტრენინგში მონაწილეობდა ბიზნეს სექტორი და საგანმანათლებლო დაწესებულებები .
ტრენინგი მიზნად ისახავდა, მონაწილეებს მიეღოთ შესაბამისი ცოდნა თავიანთ სამუშაო ადგილებზე (სკოლა/კოლეჯი, საწარმო) დუალური განათლების პროცესების წარმართვის შესაბამისად გარემოს მოწყობისთვის. ტრენინგის შედეგად გადამზადდნენ ინსტრუქტორები, რომლებიც გაუძღვებიან დუალური განათლების პროცესებს სამუშო ადგილზე და იქნებიან ორიენტირებული მაღალკვალიფიციურ დონეზე უხელმძღვანელონ ტრენინგებს კომპანიებში.
ტრენინგები განხორციელდა გერმანული პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს 2016 წლიდან. პროექტის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის განვითარება.
ტრენინგში მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას დირექტორის მოადგილე ქ-ნი მაია ჩიხლაძე, რომელმაც გააკეთა პრეზენტაცია „დუალური პროფესიული განათლების გერმანული პრაქტიკის შესახებ ქართულ სისტემასთან პარალელურ და შედარებით რეჟიმში“. აღნიშნულ ტრენინგში ასევე მონაწილეობდა საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სპეციალისტი ქ-ნი ხათუნა მაისაია.

© Copyright 2020 College Panacea