საქართველოს კარიტასის ორგანიზებით, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში იმყოფებოდნენ ფრაიბურგის საექთნო სასწავლებლის ხელმძღვანელი ანდრეას კრიუგერი და ბად კროცინგენის საექთნო სასწავლებლის ხელმძღვანელი სილკე უდრი. სტუმრები დაესწრნენ სასწავლო პროცესს, დაათვალიერეს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა კერძო კოლეჯების ასოციაციასთან, სადაც განხილულ იქნა „დუალური საექთნო განათლების პერსპექტივები საქართველოში”.
შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილებები.