სიახლეები

08:53 / 07 ნოე. '17
"პრაქტიკოსი ექთნის" ჩარჩო დოკუმენტის განვითარება გარე ინიცირების ფარგლებში.

 სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" ორგანიზებით მიმდინარეობს არსებული "პრაქტიკოსი ექთნის" ჩარჩო დოკუმენტის განვითარება გარე ინიცირების ფარგლებში. აღნიშნული საკითხის - ჩარჩო დოკუმენტის, მოდულების პროექტების საჯარო განხილვა შედგა ამა წლის 10 ოქტომბერს. 
3 ნოემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, შედგა "პრაქტიკოსი ექთნის" ჩარჩო დოკუმენტის განვითარების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას პროფესიულმა მასწავლებლებმა: ნანა საბაშვილმა, თემური ახვლედიანმა, ნანა ბოჭორიშვილმა, რუსიკო გუგუშვილმა, ქეთევან გარსევანიშვილმა, ია გელენიძემ, მარინა სახვაძემ და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა : მაია ჩიხლაძემ, დალი კალაძემ, თამილა ბერიძემ.

© Copyright 2020 College Panacea