სიახლეები

11:01 / 01 მაი. '17
ტრენინგი "კოლექტიური მოლაპარაკება"

 27, 28 და 29 აპრილს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა (GEA) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ორგანიზებით გაიმართა სამდღიანი ერთობლივი ტრენინგი კოლექტიური მოლაპარაკების შესახებ, რომელსაც ესწრებოდნენ საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ქ-ნი ნინო ჩომახაშვილი და იურისტი ქ-მი მარიამ სობჩინსკი.
ტრენინგს უძღვებოდნენ კანადიდან მოწვეული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და ადგილობრივი ექსპერტები.
ტრენინგი დატვირთული იყო როლური თამაშებით და დისკუსიებითა, რათა მონაწილეებს განემტკიცებინათ ცნებები და მიერთოთ საჭირო უნარ-ჩვევები კოლექტიური მოლაპარაკებების ეფექტური დანერგვისა და შედეგების მისაღწევად მათ საქმიანობაში.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

© Copyright 2020 College Panacea