სიახლეები

10:46 / 30 სექ. '16
კონფერენცია პროფესიული განათლების ახალი მოდელის - სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შესახებ

 2016 წლის 28 სექტემბერს, თბილისში გაიმართა კონფერენცია პროფესიული განათლების ახალი მოდელის - სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების  შესახებ

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს მთავრობის,   საგანმანათლებლო დაწესებულებების, პროფესიული კოლეჯების, (მათ შორის საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას დირექტორის მოადგილე ქ-მა მაია ჩიხლაძემ),ფერმერთა გაერთიანებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა,

კონფერენცია ჩატარდა საქართველოს მთავრობის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან დასაქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება პროფესიული განათლების სტრატეგიაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს მიიღონ პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება სწავლის პერიოდში. განათლების ეს მოდელი ასევე მომგებიანია დამსაქმებლებისათვის, რადგან მისი მეშვეობით მათ უადვილდებათ კარგად მომზადებული პერსონალის დაქირავება.

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება საქართველოსათვის ახალი მოდელია. მისი დანერგვა განხორციელდება საპილოტე პროექტების მეშვეობით, რომელთაც ხელს შეუწყობენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიის მთავრობა.

კონფერენციის მონაწილეები გაეცნენ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებს, განიხილეს მისი მნიშვნელობა პროფესიული განათლების რეფორმის, დასაქმები შესაძლებლობების  შექმნისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისა, და იმსჯელეს საქართველოში განათლების ამ ახალი მოდელის დანერგვის გზებზე

© Copyright 2020 College Panacea