28 ივნისს, განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულმა ცენტრმა მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს უმასპინძლა. მათ შორის საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას პრაქტიკოსი ექთნის მოდულური პროგრამის სტუდენტებიც იმყოფებოდბენ,
მოდულური პროგრამების განხორციელების დაწყებიდან ერთი სასწავლო წელი გავიდა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ახორციელებს მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერას და განხორციელების მონიტორინგს. პროგრამის სტუდენტების, როგორც მნიშვნელოვანი მხარის აზრი მოდულური პროგრამების და მათი განხორციელების პროცესის შესახებ მნიშვნელოვანია დანერგვის პროცესის შეფასებისათვის.
პანაცეას სტუდენტმა მარიამ დემეტრაშვილმა მოდულურ პროგრამაზე საკუთარი მოსაზრებები მოკლე პრეზენტაციის სახით წარმოადგინა. შეხვედრის პარალელურად ცენტრის ფოიეში გამოიფინა მოდულური პროგრამების ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები.