სიახლეები

11:34 / 30 მარ. '16
26-27 მარტის ტრენინგი

 2016 წლის 26-27 მარტს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით, საქართველოს ბიზნეს აკადემიაში, გაიმართა ტრენინგი/ვორქშოფი, რომელსაც უძღვებოდა ბ-ნი კახაბერ ერაძე. ტრენინგზე განხილულ იქნა:

1. მოდულური პროგრამების განხორციელებისას სტუდენტის შეფასების სისტემა: ინსტრუმენტების შექმნის და მტკიცებულებების შეგროვების წესები;
2. მოდულური პროგრამის მომზადება, დამტკიცება, მოდულის განხორციელება.
ტრენინგი და ვორქშოფი გამიზნული იყო პროფესიული მასწავლებლებისათვის და კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებისათვის.
ტრენინგს ესწრებოდნენ საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პედაგოგები : ქ-ნი მაია ჩიხლაძე, ქ-ნი დალი კალაძე, ქ-ნი ნინო ჩომახაშვილი, ქ-ნი ლიანა მინდაძე, ქ-ნი ხათუნა მაისაია, ქ-ნი მადლენა დეკანოიძე, ქ-ნი ინგა ბაქრაძე.
დასრულების შემდეგ, ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

© Copyright 2020 College Panacea