მიმდინარე წლის 27 თებერვალს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ეგიდით ჩატარდა ფინანსური მართვის ჯგუფის სემინარი თემაზე „ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების გამოანგარიშება მოგების გადასახადის გაანგარიშების მიზნებისათვის“.
სემინარს უძღვებოდნენ კომპანიის მმართველი პარტნიორები და წამყვანი სპეციალისტები, რომლებმაც განიხილეს თუ რა პრობლემის წინაშე შეიძლება დადგეს გადამხდელი არასწორი საგადასახადო აღრიცხვიანობისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დიდი ოდენობის ჯარიმის დაკისრება და ამასთან, ის პრევენციული ზომები, რომლის საფუძველზეც გადამხდელს ექნება შესაძლებლობა თავად მოახდინოს მართებული საგადასახადო აღრიცხვა. მონაწილეებმა, ასევე მიიღეს ამომწურავი რეკომენდაციები აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში საგადასახადო ორგანოს მიდგომებთან დაკავშირებით.
შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა მიეღო კომპეტენტური პასუხები და რეკომენდაციები თავიანთ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული პრობლემატური საკითხების შესახებ.