საზოგადოებრივ კოლეჯ "პანაცეას" საუკუნოვანი ისტორია აქვს. არსებობის მანძილზე მრავალი სახელოვანი მოქალაქე აღუზრდია და უამაყია კიდეც კურსდამთავრებულებით. კოლეჯს დღესაც აკითხავენ ნიჭიერი ახალგაზრდები სამედიცინო პროფესიის მისაღებად. ერთ-ერთი მათგანია მარიამ კიკნაძე, 51-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ვერცხლის მედალოსანი, პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მეხუთე საფეხურის წარჩინებული სტუდენტი. ვუსურვებთ მარიამს წინსვლას და წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში.