2015 წლის 14 თებერვალს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში ჩატარდა პროფესიულ მასწავლებელთა მორიგი ტრენინგი. ტრენინგზე კოლეჯის დირექტორის მოადგილემ, ქ-მა მაია ჩიხლძემ ისაუბრა მოდულური პროგრამების მნიშვნელობაზე საგანმანათლებლო სისტემის მოქნილობისა და რელევანტურობის ასამაღლებად. მან ასევე აღნიშნა, რომ „პროფესიულ კვალიფიკაციათა სისტემის ხელშეწყობის პროგრამის“ ერთ-ერთი მიზანია არსებული პროფესიული სტანდარტების გადახედვა, მოდულური პროგრამების, შესაბამისი სასწავლო მასალებისა და შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება.
კოლეჯის სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელმა ქ-მა დალი კალაძემ აუდიტორიას გააცნო მოდულური პროგრამების განხორციელებისთვის ისეთი აუცილებელი საკითხები, როგორებიცაა: მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა; მოდულის შემადგენელი კომპონენტების დანიშნულება და ფუნქციები; სწავლების მეთოდები; შეფასების ტიპები და პრინციპები.
ტრენინგის დასასრულს ერთობლივად მოხდა კონკრეტული მოდულის სასწავლო გეგმის განხილვა და შეიმუშავეს ამავე მოდულისთვის შეფასების ინსტრუმენტები.
ტრენინგის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ასეთი შინაარსის შეხვედრები უნდა გაგრძელდეს სასწავლი წლის განმავლობაში. მომავალი შეხვედრა ჩაინიშნა ორი კვირის შემდეგ, 28 თებერვალს.