სიახლეები

00:55 / 07 დეკ. '14
მრგვალი მაგიდა ქართველი და უკრაინელი ბიზნესმენების მონაწილეობით
2014 წლის 5 დეკემბერს ბიზნესგაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ოფისში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „პროფესიული განათლება და საწარმოებისათვის კადრების მომზადება/გადამზადება; ქართული და უკრაინული სახელმწიფო სისტემათა რეფორმირება“. ღონისძიების ფარგლებში უკრაინის ბიზნეს კონფედერაციის მიერ წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია იმის თაობაზე, თუ როგორ თანამშრომლობს ბიზნესი ხელისუფლებასთან, კერძოდ კი განათლების სფეროში. გარდა ამისა, გაიმართა დისკუსია კერძო და სახელმწიფო სექტორების ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე ზოგადად და კერძოდ, განათლების სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში განათლების სამინისტროს მიერ წარმოებულ პოლიტიკაზე, რომელმაც ბიზნესწრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო უკრაინის დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში წარმოდგენილნი იყვნენ უკრაინის ბიზნეს კონფედერაციის ვიცე პრეზიდენტი და პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი, უკრაინის ეკონომიკისა და განათლების სამინოსტროების დეპარტამენტის უფროსების მოადგილეები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ მსხვილი, საშუალო და მცირე კომპანიების და კოლეჯების წარმომადგენლები, ავტორიზებული კერძო კოლეჯები, ასევე პროფესიული კავშირის, განათლების, შრომისა და ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების, ევროკავშირის, ევროპის განათლების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელები.

© Copyright 2020 College Panacea