სიახლეები

14:04 / 07 დეკ. '14
ტრენინგი თემაზე „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე“.
მიმდინარე წლის 3-6 დეკემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით თელავში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე“. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა არის საგანმანათლებლო ცვლილებების ერთ-ერთი ფაქტორი, იგი ხელს უწყობს კონტაქტის გაუმჯობესებასა და განმტკიცებას მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, ამასთანავე პედაგოგებსა და სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებს უნვითარებს პროფესიულ ჩვევებს, რაც გულისხმობს მოქმედებებს, პროგრესს და რეფორმას. აღნიშნული ტრენინგის მიმდინარეობაში აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას პედაგოგები და ადმინისტრაციის თანამშრომლები: ნინო ჩომახაშვილი, ირმა ხანიაშვილი, ხათუნა მაისაია და ნათია ბიწაძე. მათ წარმოადგინეს მოცემული დავალების პრეზენტაცია.

© Copyright 2020 College Panacea