24 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა ამერიკის „გამოყენებითი განათლების“ საერთაშორისო საბჭოს წევრთან, პედაგოგთან, ბიზნეს-კონსულტანტთან, მწერალთან, განათლების ექსპერტთან ბერნარდ პერსთან.
მას აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი. 14 წელი იმუშავა ნიუიორკისა და ლოსანჟელესის სკოლებში. არის ჟურნალ „Converge”-ის მთავარი რედაქტორი.
იგი დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა თავისი მეთოდიკის შესახებ და გაუზიარა გამოცდილება სხვადასხვა პრობლემების გადაწყვეტის შესახებ განათლების სფეროში. მან მისცა ინსტრუმენტები პედაგოგებს და სტუდენტებს გადალახონ სწავლაში შექმნილი ყველა პრობლემა.