სიახლეები

15:19 / 20 სექ. '14
ასოციაციის გაფართოებული შეხვედრა
19 სექტემბერს შედგა ასოციაციის გაფართოებული შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში. სხდომას ესწრებოდა 30 -მდე ასოციაციის წევრი კოლეჯი, განათლების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ეკონომიკის სამინისტროს, ბიზნეს ომბუცმენის წარმომადგენლები. შეხვედრაზე დაისვა რამდენიმე მწვავე საკითხი, რაც კერძო სასწავლებლებს აგდებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. საუბარი იყო პროფესიული განათლების დაფინანსების არსებულ მოდელზე, კერძო საგანმანათლებლო პროვაიდერების ცნობადობის, ბაზარზე არსებული საზღვარგარეთის უკანონო ფილიალების, განათლების ხარისხის ამაღლების საკითხებზე და სხვა. გამგეობა თვლის , რომ არსებული პრობლემების გადასაწყვეტად არც ერთ საკითხზე დამაჯერებელი, არგუმენტირებული პასუხი ხელისუფლების მხრიდან არ მოუსმენია. უფრო მეტიც განათლების სამინისტროდან შეპირებაც კი არ ყოფილა უახლოეს ხანში მდგომარეობის გამოსწორების შესახებ. მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი გამოვიდა ინიციატივით, რათა გამართოს კონსულტაციები ეკონომიკისა და განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და შეიქმნას დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუდმივად იმუშავებს არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაზედაც განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა უარი განაცხადა. ასოციაცია ვერ შეეგუება არსებულ არასამართლიან და კერძო ბიზნესის დისკრიმინაციულ ვითარებას და გეგმავს შემდგომ ნაბიჯებს.

© Copyright 2020 College Panacea