30 მაისს "ART ფესტივალით" დაიხურა 2014 წლის სტუდენტური დღეები, რომელიც მთელი თვე გრძელდებოდა და დატვირთული იყო სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებებით. საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა აქტიურად იყო ჩართული ამ ღონისძიებებში და პირველივე შეჯიბრში მკლავჭიდის აბსოლიტური ჩემპიონის თასიც ჩვენმა სტუდენტმა ლაშა ჯოხაძემ მოიპოვა. ასევე აქტიურად იასპარეზა ნარდის ჩემპიონატში ნათია კვახაძემ, ხოლო ფეხბურთის პირველობაში „პანაცეას“ გუნდი შემადგენლობით: ოთო გოგინაშვილი, გიორგი ივანიძე, გიორგი ნოზაძე, ლაშა ჯოხაძე, საბა კორშია, ნიკა პაპიაშვილი, ზურა სიდამონიძე, თემურ ქათამაძე, თორნიკე კახობერაშვილი, ლევან ბერიძე, ბექა კილაძე ღირსეული მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა. სტუდენტური დღეების დახურვის საზეიმო კონცერტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს იყო მეგობრობის, ახალგაზრდობის დაახლოვების, გართობისა და დასვენების დღესასწაული. ამ ღონისძიებაზეც გამოიჩინეს თავი ჩვენი კოლეჯის ნიჭიერმა სტუდენტებმა: ნინო და სოფო ჩოხელმა, ეთო ხაიკაშვილმა, ნათია ფიცხელაურმა, მეგი ნადირაძემ, თიკა ამირეჯიბმა, სოფო გელუტაშვილმა.