12 მარტს საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას წარმომადგენლები არაფორმალური განათლების აღიარების კონცეფციის საკითხებზე სასაუბროდ ევროპის განათლების ფონდის პროექტის ექსპერტებს დეივიდ ჰენდლს და ანი ქიტიაშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო არაფორმალური განათლების აღიარების არსებულ პრაქტიკას, მის პრობლემებს და კონცეფციის ხედვებს. ასოციაცია აღნიშნავს, რომ კონცეფციის განხორცლიება სავარაუდოდ რამდენიმე წელს გაგრძელდება. მანამდე კი არაფორმალური განათლების აღიარების არსებული წესი, როგორც შუალედური დოკუმენტი უნდა შეიცვალოს, რათა აღმოიფხვრას აღიარების არსებული მანკიერი პრაქტიკა და კერძო და საჯარო სასწავლებლები ერთნაირ პირობებში მოექცნენ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასული წლის შემოდგომაზე 1000-მდე ახლად სკოლადამთავრებულ პირს სრულად უღიარდა მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია, რათა მათ საშუალება მისცემოდათ საჯარო დაწესებულებებში პირდაპირ მე-4 საფეხურზე დაეწყოთ პროფესიის შესწავლა, რაც ჩვენი ვარაუდით კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით მოხდა.