2014 წლის 12 თებერვალს საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას დირექტორი, ვასილ კიკნაძე, დირექტორის მოადგილე, მაია ჩიხლაძე და კოლეჯის სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელი დალი კალაძე შეხვდნენ საქართველოს კარიტასის პროგრამების ხელმძღვანელს მაია მიქაძეს. შეხვედრის მიზანი იყო კოლეჯის სტუდენტებისთვის პრაქტიკული სწავლების განხორციელება კარიტასის ბაზაზე. რაც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
სამედიცინო – პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, სამედიცინო მანიპულაციები და პროცედურები;
სარეაბილიტაციო – ფიზიოთერაპია, სამკურნალო ფიზკულტურა, სამკურნალო და გამაჯანსაღებელი მასაჟი დაკარგული უნარების აღდგენის მიზნით, ლიმფოდრენაჟი;
ფსიქო-სოციალური– საშუამავლო მისია (საბუთების გაფორმება, სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობა), პაციენტის და მისი ახლობლების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, საზოგადოებაში რეინტეგრაცია;
საგანმანათლებლო - ზრუნვის, თვითმოვლის და თვითდახმარების უნარ-ჩვევების სწავლება.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რამდენად აუცილებელი და მნიშვნელოვანია პრაქტიკოსი ექთნების, ექთნის თანაშემწეების და მასაჟის პროგრამების სტუდენტებისთვის საწარმოო პრაქტიკის გავლა ბაზაზე, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე თვალსაჩინოებებით, მულიაჟებით, მანეკენებით. მხარეები შეთანხმდენ თანამშრომლობის მოდელზე.