20:55 / 04 თებ. '14 ტრენინგი საქრთველოს კერძო კოლეჯების ასოციაციაში
2014 წლის 30 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით ასოციაციის ინიციატივით ჩატარადა ასოციაციის წევრი კერძო კოლეჯების ტრენინგი, რომელიც მიეძღვნა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებს.
ტრენინგის მიზანი გახლდათ ავტორიზაციის სტანდარტების გაანალიზება სიღრმისეული გაგება და მისი დაკმაყოფილებისათვის საგანმანათლებლო ინსტრუმენტების გამოყენება.
ტრენინგი დაიგეგმა სხვადასხვა სტატუსის მქონე კერძო პროფესიული სასწავლებლებისათვის. განსაკუთრებულად კი იმათთვის ვისაც 2014/15 სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა მიიღონ ავტორიზაცია.
მშვიდ და სასიამოვნო გარემოში განხილული და გაანალიზებული იქნა ავტორიზაციის სტანდარტის ყველა კრიტერიუმი, დაწყებული დაწესებულების მისიიდან, დამთავრებული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებით.
სხვადასხვა კომპონენტში პრეზენტაციები წარმოადგინეს ასოციაციის წევრი კოლეჯების წარმომადგენლებმა-გიორგი ბერაიამ (მატერიალური რესურსი), მამანა მახარაშვილმა (ადამიანური რესურსი და საქმისწარმოება) და კახაბერ ერაძემ(დაწესებულების მისია, მიზნები, ამოცანები და საგანმანათლებლო პროგრამების შემოშავება).
მონაწილეებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა ტრენინგის მსვლელობაში. გაკეთდა ბევრი სავარჯიშო, დაისვა უამრავი შეკითხვა, რაზეც გაიცა არგუმენტირებული, დასაბუთებული და ამომწურავი პასუხები. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ გაიზარდა ხედვა პროფესიული სწავლების მექანიზმების შესახებ.
აღსანიშნავია ტრეინინგში მონაწილე ყველა მონაწილის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ ასეთ სწავლებას აქვს განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა და იძლევა ფასდაუდებელ შედეგებს. ახლო მომავალში კი ისურვეს მსგავსი ტრეინინგის მოწყობა პროფესიული მასწავლებლებისთვის, რაზეც კერძო კოლეჯების ასოციაცია იმუშავებს და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას.
|