მიმდინარე წლის ივლისის თვეში, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში, საგანმანათლებლო პროგრამა საექთნო საქმის დამამთავრებელი კურსის პროფესიულ სტუდენტებს ჩაუტარდათ საკვალიფიკაციო გამოცდები (თეორიული და პრაქტიკული კომპონენტი). პრაქტიკული კომპონენტი ჩატარდა სიმულაციურ გარემოში, გამოცდას ესწრებოდნენ კლინიკებიდან მოწვეული დარგის სპეციალისტები. საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა ულოცავს კურსდამთავრებულებს გამოცდების წარმატებით …
მიმდინარე წლის 10-11 ივნისს საზოგადოებრივი კოლეჯ პანაცეას საექთნო საქმის პროფესიული სტუდენტები ეწვივნენ ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს, სადაც პროფესიულმა სტუდენტებმა დაათვალიერეს უნიკალური არქეოლოგიური არტეფაქტები, უძველესი სამედიცინო იარაღები, ხელნაწერები და მედეას ეპოქის მედიცინის მასალები. ექსკურსია იყო საინტერესო, შემეცნებითი და სიურპრიზებით სავსე — …
მიმდინარე წლის 11 აპრილს, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას ფეხბურთის გუნდმა მონაწილეობა მიიღო სპორტულ ფესტივალში და აღმოსავლეთ ლიგის 1/8 ფინალში გამარჯვება მოიპოვა. ღონისძიება პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით, სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის“ სახელობის კოლეჯისა და სსიპ კოლეჯ „მოდუსის “ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავდა სპორტის …
მიმდინარე წლის 4 მარტს, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას პროფესიული სტუდენტებისთვის და ადმინისტრაციის წევრებისთვის ჩატარდა საინტერესო და ინფორმაციული ტრენინგი თემაზე: „დიეტები და წონის კლება – დაფარული სიმართლე სასწორის მიღმა“. ლექცია წარადგინა ამერიკის სპორტული მედიცინის აკადემიის სერტიფიცირებულმა ნუტრიციოლოგმა და საქართველოს ნუტრიციოლოგთა ასოციაციის წევრმა …
მიმდინარე წლის 13 მარტს, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას სტუმრად ეწვია უნგრეთის საელჩოსა და უნგრეთის პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლები. მათ დიდი ინტერესი გამოხატეს ჩვენი სასწავლო პროგრამების მიმართ და განსაკუთრებით გაამახვილეს ყურადღება საექთნო საქმის მიმართულებაზე. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და …
მიმდინარე წლის 13 თებერვალს, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში სტუმრად იყვნენ კომპანია ავერსის წარმომადგენლები. სტუმრობის მიზანი იყო ფარმაციის პროფესიულ სტუდენტებთან შეხვედრა და დასაქმების პროგრამის გაცნობა. ავერსის წარმომადგენლებმა ხანგრძლივი კითხვა-პასუხის და ნაყოფიერი შეხვედრის შემდეგ პროფესიულ სტუდენტებს გადასცეს სიმბოლური საჩუქრები.
AHT – ექთნების პირველი საერთაშორისო კონგრესი! პირველად საქართველოში, 2024 წლის 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“, ა(ა)იპ ექთანთა გაერთიანებისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU მასპინძლობით, ჩატარდა ექთნების პირველი საერთაშორისო კონგრესი თემაზე – „ჯანდაცვისა და პერსონალური სერვისების უსაფრთხოება და …
მიმდინარე წლის 6 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის ორგანიზებით, განხორციელდა სასწავლო ვიზიტი გრეგორიანას პონტიფიკურ უნივერსიტეტში – იტალიის დედაქალაქ რომში, სადაც გაიმართა ტრენინგი თემაზე “ეფექტური ლიდერობის სტრატეგიები და მათი გამოყენება სასწავლო გარემოში.” აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას …








