
საახალწლო ღონისძიება 2025
საზოგადოებრივი კოლეჯ პანაცეას საახალწლო ღონისძიება.
რესტორან თავადურში გაიმართა საახალწლო წვეულება, სადაც მიწვეულნი იყვნენ პროფესიული სტუდენტები, პროფესიული მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.
ღონისძიებას უძღვებოდა წამყვანი, რომელმაც მრავალფეროვანი აქტივობებითა და წამახალისებელი გათამაშებებით შექმნა მხიარული და აქტიური გარემო. გათამაშებაში გამარჯვებულებს გადაეცათ საჩუქრები.
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა მადლობას უხდის თითოეულ სტუმარს თბილი და სადღესასწაულო გარემოს შექმნისთვის.









თეგი:WordPress



