
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა — EfVET-ის წევრია !
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა — EfVET-ის წევრია !
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა EfVET-ის (European Forum of Technical and Vocational Education and Training) წევრი გახდა — ერთ-ერთი წამყვანი ევროპული ქსელი პროფესიული განათლების სფეროში.
EfVET აერთიანებს პროფესიული განათლების ინსტიტუციებს ევროპის ათეულობით ქვეყნიდან და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას, თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების განვითარებასა და ინოვაციური პრაქტიკის გაზიარებას.
აღნიშნული წევრობა პანაცეასთვის ნიშნავს:
ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის გაძლიერებას
საერთაშორისო პარტნიორობებისა და პროექტების გაფართოებას
სტუდენტებისა და პერსონალისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას
პროფესიული განათლების ხარისხის კიდევ უფრო განვითარებას ევროპული გამოცდილების საფუძველზე.
ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც კოლეჯის, ისე ქართული პროფესიული განათლების საერთაშორისო აღიარებისა და განვითარების მიმართულებით.
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა განაგრძობს განვითარებას თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად და ორიენტირებულია ხარისხიან, კონკურენტულ და საერთაშორისო შესაძლებლობებზე დაფუძნებულ განათლებაზე.
თეგი:WordPress



